პროექტი

რას გთავაზობთ

ქალაქი, სოფელი და ინვესტიცია ერთად!

თქვენ შესაძლებლობა გეძლევათ შეიძინოთ ბინა თბილისის ყველაზე პრესტიჟულ ადგილას, ლისის მთის წვერზე მდებარე უნიკალურ პროექტში და ამასთან ერთად გეძლევათ შესაძლებლობა დამატებითი ინვესტიციების გარეშე გახდეთ მიწის და მეურნეობის მესაკუთრე სოფლად!

დეტალურად ჩვენი პროექტის შესახებ დაათვალიერეთ კითხვა-პასუხი:

  • სად მდებარეობს მშენებლობა?

    კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს ლისის ტბის მიმდებარედ, ლისის მთის ყველაზე მაღალ წერტილში, ეს გახლავთ 112 - ის სათაო ოფისის და დასახლება „ლისი ვერანდა“-ს თავზე. იხილეთ რუკა

    პროექტის არქიტექტურული ნახაზები:
    ა ბლოკი - ჩამოტვირთე PDF
    ბ ბლოკი - ჩამოტვირთე PDF
  • რა ბენეფიტები მოყვება ბინას?

    სახლს აქვს შემდეგი კომფორტი, რომელიც მოწყობილია და ჩაგბარდებათ 100% დასრულებული.

    მინუს სართულზე განლგებულია:
    • საცურაო აუზი;
    • საუნა;
    • ორი საშხაპე;
    • ორი სველი წერტილი;
    • ორი გასახდელი;
    • ორი საუნა;
    • ღვინის ბარი;
    • საკონფერენციო ოთახი;
    • სატენაჟორო ოთახი;
    • ლობი;
    • ტერასა სადაც მოწყობილია ბარბიქიუ და მინ ბარი;
    • ველობილიკი რომელიც დაერთდება ლისის ტბის ველობილიკთან;
    და რაც მთავარია ბინასთან ერთად თქვენს საკუთრებაში გადმოვა:
    • მინუს სართულზე ავტოსადგომი;
  • რა მდგომარეობაში ბარდება ბინა?

    ბინები ბარდება შემდეგი კონდიციით:
    • მაღალი ხარისხის ალუმინის კარ-ფანჯრები და ვიტრაჟები, ორმაგი გამოღების ავსტრიული მექანიზმით;
    • უმაღლესი ხარისხის შემოსასვლელი რკინის კარი;
    • ეკო-პემზის 12 კამერიანი იზო-ბლოკით აშენებული საფასადე კედლები, რომელიც შელესილია და დამუშავებული „თბუნის“
    • მასალით, საფასადე იერ-სახე შესრულებულია ე.წ. „დეკორატიული ბაირამიქსით” ( დაფხვნილი მარმარილოს ქვით);
    • ეკოლოგიურად სუფთა, ხმისა და თბოიზოლაციით უზრუნველყოფილი 10/15 სანტიმეტრიანი ბლოკის შიდა ტიხრები;
    • მოჭიმული იატაკი;
    • გრანიტით მოპირკეთებული სადარბაზოები;
    • შპს „ზე ლისი“-ს სპეციალური, ინდივიდუალური დაკვეთით დამზადებული იტალიური მექანიზმებით აწყობილი მინის
    • ჰიდრავლიკური, აბსოლუტულად უხმო ლიფტი, რომელიც ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაშიც ასრულებს სვლას;
    • ფილებით მოპირკეთებული აივნის იატაკი;
    • კეთილმოწყობილი ეზო კორპუსის ორივე მხარეს;
    • კორპუსის მინუს სართულზე განთავსებული 54 კვ.მ. მზის ენერგიით გამთბარი საცურაო აუზი;
    • სახლს აქვს საქვაბე ღრუბლიანი ამინდისთვის, რომელიც ემსახურება საცურაო აუზს და იატაკის გათბობას;
    • კორპუსის მინუს სართულზე განთავსებული, განათებით უზრუნველყოფილი, იზოლირებული ავტოფარეხები ბეტონის მოხვეჭილი იატაკით;
    • ბინაში შეყვანილი წყლისა და კანალიზაციის დგარები;
    • ბინამდე მიყვანილი ელექტრობა და ბუნებრივი აირი;
    • ელ. ენერგიის, წყლისა და ბუნებრივი აირის მრიცხველების მონტაჟი და აბონირება.
  • რა მასალებს იყენებთ?

    პროექტი შენდება მაღალი ხარისხის რკინა-ბეტონით (ბეტონი 400 მარკიანი ჰაიდელბერგი). ვიყენებთ ეკო -პემზის ბლოკს. კიბეები და სადარბაზოები მოპირკეთებული ბუნებრივი გრანიტის ქვით. კიბესა და აივანს აქვს რკინის მოაჯირები. შესავლელი,მაღალი ხარისხის რკინის კარი. მოჭიმული იტაკი, რომელსაც ვასხამთ აპარატით, რაც იდეალურ სისწორეს ქმნის. პერლიტის და თაბაშირის ნაზავით,ასევე აპარატით ილესება შიდა კედლები, არის იდეალურად სწორი, უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის და საუკეთესოა თბოიზოლაციისთვის. წყლისა და კანალიზაციის დგარები დამონტაჟებული და შეფუთულია, გამზადებული დასაერთებლად. კომუნიკაციები: თელასის, წყალკანალისა და თბილისი ენერჯის მრიცხველების მონტაჟი და აბონირება. მობინადრის გემოვნებით დაგეგმარებული, 10/ 15 იანი ბეტონის ბლოკით აშენებული, გალესილი შიდა ტიხრები. აივანზე დაგებული მეტლახი. ასევე საჭიროების შემთხვევაში, სრულიად უსასყიდლოდ ვეხმარებით დახაზვა/დაგეგმარებაში. სპეციალურ საჭიროებათა მქონე პირთათვის ადაპტირებული გარემო; თეთრი კარკასის დასრულების შემდეგ ჭერის სიმაღლე 3,5 მეტრი რჩება.
  • რამდენი კვადრატული მეტრია მინიმალური ფართი?

    გვაქვს ბინების არჩევანი 100 კვადრატული მეტრიდან 400 კვადრატულ მეტრამდე. სამეზობლო ტიხრების დაგეგმარება შესაძებელია შეთანხმებით.
  • როდის სრულდება მშენებლობა?

    მშენებლობა სრულდება 2020 წლის 15 ივნისს. (ამ პერიოდიდან შესაძლებელი იქნება მობინადრის მიერ სარემონტო სამუშაოების დაწყება).
  • სულ რამდენი კორპუსი შენდება?

    შენდება ორი 3-სართულიანი კორპუსი, რომელსაც აქვს საერთო შესასვლელი - ლობი.
  • აქვს თუ არა კორპუსს ავტოსადგომი?

    კორპუსის მინუს სართულზე განთავსებულია 21 ავტოსადგომი, განათებით უზრუნველყოფილი, იზოლირებული, და დანომრილი, ბეტონის მოხვეჭილი იატაკით. ბინის შეძენის შემთხვევაში ერთი ავტოფარეხი თქვენს მფლობელობაში გადმოდის.
  • შეგვიძლია თუ არა ავტოფარეხში ლიფტით სარგებლობა?

    ავტოფარეხში ლიფტით სარგებლობა შეგიძლიათ, ასევე აქვს გასასვლელი კარი საცურაო აუზთან და სპაში
  • სეისმურად რამდენად მდგარდია კორპუსები?

    პროექტი გათვლილია 8-ბალიანი მიწისძვრის გამძლეობაზე.
  • როდის მოხდება კორპუსის ექსპლუატაციაში მიღება?

    ჩვენი გეგმით, ექსპლუატაციაში მიღება მშენებლობის დასრულებიდან 2 თვეში მოხდება.სამშენებლო სამუშაოები მაქსიმალურ შესაბამისობაში, რომ იყოს შეთანხმებულ საპროექტო დოკუმენტაციასთან, კომპანიამ პროცესზე მონიტორინგის მიზნით, 2019 წლის ოქტომბრიდან მუნიციპალურ ინსპექციასთან გააფორმა ოფიციალური ხელშეკრულება მონიტორინგზე, რაც გულისხმობს, მშენებლობის პერიოდში, დასაწყისიდან დასრულებამდე, ობიექტზე მუნიციპალური ინსპექციის კომისიური წესით მრავალჯერად შემოწმებას პოტენციური ხარვეზებისა და მათი გადაჭრის გზების გამოვლენის მიზნით. აღნიშნული გადაწყვეტილება გამორიცხავს ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების გაჭიანურებას.
  • რა მასალით იქნება მოპირკეთებული ფასადი?

    ფასადის გარკვეული ნაწილი მოპირკეთებული იქნება ბუნებრივი ქვით, ტრავერტინის ფილებითა და დეკის მასალით, ხოლო ნაწილი შეიღებება უმაღლესი ხარისხის კაპაროლის საღებავით, რომელიც მინიმუმ რვა წლის განმავლობაში ინარჩუნებს ფერს.
  • რა მასალის იქნება ტიხრები?

    შიდა ტიხრები შენდება ეკოლოგიურად სუფთა, ხმისა და თბოიზოლაციით უზრუნველყოფილი 10/15 სანტიმეტრიანი ბლოკით.
  • რა მასალის იქნება კარ-ფანჯარა?

    ბინებში დამონტაჟებული იქნება მაღალი ხარისხის ალუმინის კარ-ფანჯრები და ვიტრაჟები, ორმაგი გამოღების ავსტრიული მექანიზმით.
  • რომელ ბლოკს იყენებთ?

    კორპუსების საფასადე კედლები შენდება ეკო-პემზის 12 კამერიანი იზო-ბლოკით, რომელიც შელესილი და დამუშავებულია „თბუნის“ მასალით.
  • ჭერის სიმაღლე რამდენია?

    თეთრი კარკასის დასრულების შემდეგ ჭერის სიმაღლე 3,5 მეტრი რჩება.
  • მიმდინარეობს თუ არა მშენებლობა გეგმის მიხედვით?

    მშენებლობა მიმდინარეობს დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით. მშენებლობის პროცესს შეგიძლიათ თვალყური ადევნოთ LIve ის საშუალებით ჩვენ Facebook გვერდზე.
  • როგორ დაგიკავშირდეთ?

    იმისთვის, რომ გაესაუბროთ ჩვენ გაყიდვების მენეჯერს და გაიგოთ უფრო მეტი დეტალი ჩვენი მშენებლობების შესახებ, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე +995 599 44 21 55. ვებგვერდიდან თქვენთვის მოსახერხებელი არხის (ზარი ვებგვერდიდან, Viber, WhatsAp, Messenger) საშუალებით, ან შეავსეთ ვებგვერდზე არსებული ფორმა "დაგვიკავშირდით" და ჩვენი მენეჯერი თავად დაგიკავშირდებათ.
LOGO

თბილისი, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია, ნაკვეთი 09/141

+995 597 99 99 29

info@zelisi.ge

გამოგვყევით: Facebook